რეზონანსი
03.06.2019

 "ევროპული საქართველოს" წევრის, ნინო იმედაშვილის მეუღლეს, ლაშა ბრეგვაძეს, სასტუმრო "რედისონში", საცურაო აუზზე, კამათის შემდეგ სამი მამაკაცი თავს დაესხა. ინციდენტი აუზზე მყოფი მამაკაცის ხმამაღალი საუბრით დაიწყო, რომელიც ყვებოდა, რომ პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად, ფოკაში, წმიდა ნინოს გზაზე იმყოფებოდა.

„ჩემმა მეუღლემ გამოთქვა კრიტიკული აზრი, რომ რელიგია არ უნდა იყოს აფარებული პოლიტიკას, რაზეც აგრესიით უპასუხეს. საუბარი გაგრძელდა, ჩავიდნენ ასლან აბაშიძემდე. ჩემმა მეუღლემ აბაშიძეს შეაგინა, რაზეც მამაკაცები გაღიზიანდნენ. ინციდენტი ადგილზე განიმუხტა, თუმცა შემდეგ გასახდელში დახვდნენ სამივე. ერთმა მოუქნია დანა, ჩემმა მეუღლემ აიცილა. მეორემ უკნიდან მოუქნია სავარაუდოდ დანა და მოხვდა თავის არეში", - ამბობს ნინო იმედაშვილი „ტაბულასთან“ საუბრისას.

ინციდენტს ადასტურებენ შსს-ში. როგორც უწყებაში განაცხადეს, ბრეგვაძეს თავში დაზიანება, სავარაუდოდ, გასაღებით მიაყენეს. მას გაეწია სამედიცინო დახმარება და გამოწერილია საავადმყოფოდან. ამჟამად კი ორივე მხარე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×