რეზონანსი
02.06.2019

 ექსკურსიაზე გარდაცვლილი მოსწავლის დედა მომხდარში მასწავლებლებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი შვილი პედაგოგების დაუდევრობამ იმსხვერპლა. როგორც სიუჟეტში ითქვა,იმ ტრაგიკულ დღეს ბავშვები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ. როდესაც სოფის ჯგუფი დანიშნულების ადგილამდე მივიდა ბავშვების ნაწილს და ფიზკუკტურის მასწავლებელსაც ბანაობა უკვე დასრულებული ჰქონდათ, რამაც სოფის უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან წინასწარი შეთანხმებით ადგილზე ყველა ჯგუფი უნდა შეკრებილიყო და ერთად ებანავათ.

“დირექტორი ხელების გაშლით, როგორც დირიჟორი იდგა თავის თანამშრომლებთან და მასწავლებლებს ეუბნებოდა - ნუ გეშინიათ, ჩვენ ყველაფერში მართლები ვართო” - იხსენებს სოფის დედა.

მისივე თქმით, ეს არის ის დანაშაული, რომელიც მოიცავს ბავშვის სიკვდილს  დაუდევრობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×