(რეზონანსი) გურჯაანის გლეხური ბაზრის მოვაჭრეებს ბაზრის დატოვება მოუწევთ. მოვაჭრეების ინფორმაციით, ისინი ამის შესახებ უკვე გააფრთხილეს და ბაზრის დატოვების ვადა 3 ივნისამდე მისცეს. მოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ ბაზრის ადგილას საცხოვრებელი კორპუსი და ავეჯის მაღაზია შენდება.
ჩვენ აქ არავინ დაგვაბრუნებს.თუ სიმართლეა, ნაწილ- ნაწილ გაარემონტონ. ფაქტიურად, მშივრებს გვტოვებენ, ამიტომ ბაზარს არ დავტოვებთ,- განაცხადეს მოვაჭრეებმა პრაიმტაიმთან საუბრისას.
გურჯაანის ბაზრის დირექტორი ლამარა აკოფაშვილი ადასტურებს, რომ მოვაჭრეების გაყვანა გადაწყვეტილია.
ისინი ბაზარს, დროებით, რეაბილიტაციის დასრულებამდე დატოვებენ და რკინიგზის სადგურთან გადაინაცვლებენ.
დღევანდელი მონაცემებით, გურჯაანის ბაზარში, 50- ზე მეტი მოვაჭრეა. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესი ორ თვეში უნდა დასრულდეს.
(პრაიმტაიმი)