რეზონანსი
02.06.2019

 (რეზონანსი) ლონდონის მერმა სადიკ ხანმა დონალდ ტრამპის განცხადებები თავისი მომხრეების გაერთიანებასთან დაკავშირებით მე-20 საუკუნის ფაშისტების რიტორიკას შეადარა. ამის შესახებ ინგლისური ყოველდღიური გაზეთი „გარდიანი" იუწყება.

ხანმა აშშ-ის პრეზიდენტს ლიბერალური დემოკრატიისთვის „მზარდი გლობალური საფრთხის" მაგალითი უწოდა.

ლონდონის მერმა ევროპელი პოლიტიკოსებიც გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ვიქტორ ორბანი უნგრეთში, მატეო სალვინი იტალიაში, მარინ ლე პენი საფრანგეთში და ნაიჯელ ფარაჟი დიდ ბრიტანეთში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მეოცე საუკუნის ფაშისტურ რიტორიკას იყენებენ. ხანის აზრით, მსგავსი სახიფათო თამაში ევროპის კონტინენტს და მსოფლიოს საფრთხეს უქმნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×