რეზონანსი
02.06.2019

 (რეზონანსი) ანექსირებულ ყირიმში რუსეთის ავიაცია მასშტაბურ წვრთნებს ატარებს. სწავლება შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქ ფეოდოსიასთან ახლოს იმართება.როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მანევრებში 60 ავიაგამანადგურებელი, მათ შორის „მიგის" და „სუპერჯეტ სუხოის" ტიპის საფრენი ხომალდები, ასევე ვერტმფრენები მონაწილეობენ.

წვრთნების დროს რუსულმა თვითმფრინავებმა ჰაერში სხვადასხვა ტიპის მანევრების დემონსტრირება მოახდინეს და ბომბები ჩამოყარეს.

რუსეთის ავიაციის წვრთნები 9 ივნისამდე გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×