რეზონანსი
02.06.2019

 (რეზონანსი) ესპანეთში გარდაცვლილ 5 წლის ანა იშხნელის ცხედარს საქართველოში კვირის ბოლომდე გადმოასვენებენ. ამის შესახებ ინფო რუსთავს ოჯახი ახლობელმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

"ყველა იურიდიული პროცედურა უკვე დასრულდა, ახლა უკვე ველოდებით გარდაცვლილის გადმოსვენებას. ცხედარს ესპანეთიდან საქართველოში ოჯახის ახლობელი გამოჰყვება. ვვარაუდობთ რომ გარდაცვლილს რუსთავში კვირის ბოლომდე გადმოასვენებენ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" იშხნელების ოჯახის ახლობელმა

შეგახსენებთ რომ ტარაგონაში რუსთავიდან წასული ოჯახის დასვენება 27 მაისს ტრაგედიით დასრულდა. 5 წლის ანა იშხნელი ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო.

ესპანური მედიის ცნობით, სანაპიროზე ქარი და ტალღები იყო. მოულოდნელად ტალღებმა ბავშვები წყლის სიღრმეში შეიყვანა. ბავშვების მამამ წყლიდან ორი მცირეწლოვანის გამოყვანა მოახერხა, ხოლო მესამე დინებამ გაიტაცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×