რეზონანსი
02.06.2019

 (რეზონანსი) „ბოლო პე­რი­ოდ­ში, ად­გი­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბა და მძღო­ლე­ბის­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა პო­პუ­ლა­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­და". ამის შე­სა­ხებ „ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცია" „ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს.

ასო­ცი­ა­ცი­ის პოსტს და თან­დარ­თულ ფო­ტო­ებს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ეს ნა­დი­რა ხო­შა­რა­უ­ლის ქუ­ჩის შე­სახ­ვე­ვია, თბი­ლის­ში ("ელი­ა­ვა­ზე"). დიდი ხა­ნია უკვე, რაც ქუჩა შლაგ­ბა­უ­მით კონ­ტროლ­დე­ბა ე.წ. "სტა­ი­ან­ში­კე­ბის" მიერ და იქ შემსვლელ-გა­მომ­სვლელ­საც ისი­ნი აკონ­ტრო­ლე­ბენ. პრაქ­ტი­კუ­ლად მით­ვი­სე­ბუ­ლი აქვთ გზა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ გან­თავ­სე­ბუ­ლი საგ­ზაო ნი­შა­ნი კრძა­ლავს ავ­ტო­მო­ბი­ლის დგო­მა/გა­ჩე­რე­ბას, "სტა­ი­ან­ში­კე­ბი" ძა­ლი­ან მშვი­დად გრძნო­ბენ თავს და კა­ნონ­დარ­ღვე­ვით აჩე­რე­ბი­ნე­ბენ მძღო­ლებს ავ­ტო­მო­ბილს. აქ პარ­კი­რე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა: 1 სა­ა­თამ­დე გა­ჩე­რე­ბა 2 ლარი და ყო­ველ ერთ სა­ათ­ში და­მა­ტე­ბით 2 ლარი. კა­ნონ­დამ­ცვე­ლებს კი, სულ თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ ავ­ტო­მო­ბი­ლის ევა­კუ­ა­ცი­აც და მძღო­ლის და­ჯა­რი­მე­ბაც.აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი სცდე­ბა უბ­რა­ლოდ "სტა­ი­ან­ში­კე­ბის" თე­მას და გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს. თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან ხში­რად გაგ­ვი­გია გან­ცხა­დე­ბა, რომ "სტა­ი­ან­ში­კებს" შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვუ­ხა­დოთ ან არ გა­და­ვუ­ხა­დოთ თან­ხა და ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია!. ეს, ასე აღარ არის! კერ­ძო პი­რე­ბის მიერ მით­ვი­სე­ბუ­ლია გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი და ტრო­ტუ­ა­რე­ბი, მთლი­ა­ნად ქუ­ჩე­ბიც კი.

დე­და­ქა­ლა­ქე­ლებს, სრუ­ლი­ად გა­ურ­კვე­ვე­ლი პი­რე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ ეზღუ­დე­ბათ გა­და­ად­გი­ლე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში, ად­გი­ლე­ბის მი­ტა­ცე­ბა და მძღო­ლე­ბის­თვის ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა პო­პუ­ლა­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­და. დიახ, ეს ფუ­ლის მა­სობ­რი­ვი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გა­მო­ძალ­ვაა და მეტი არა­ფე­რი! არა­და, ამ ად­გი­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა გვაქვს ყვე­ლას!

ჩნდე­ბა ეჭვი, რომ გზის მი­ტა­ცე­ბას უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, შე­საძ­ლოა ჰყავ­დეს მფარ­ვე­ლე­ბიც! ან თბი­ლი­სის მე­რი­ის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს სა­და­ვე­ე­ბი გა­ექ­ცათ ხე­ლი­დან და სი­ტუ­ა­ცია გახ­და უკონ­ტრო­ლო. სხვაგ­ვა­რად ასე­თი უკა­ნო­ნო­ბის ახ­სნა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - წერს ასო­ცი­ა­ცია "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

(ამბები.ჯი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×