რეზონანსი
02.06.2019

 რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში მდებარე ქარხანაში მომხდარი აფეთქებების შედეგად 85 ადამიანი დაშავდა. 16 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილებს შორის ქარხნის 39  თანამშრომელი და 46 ობიექტის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეა.

შეგახსენებთ, რომ აფეთქებები ნიჟეგოროდის ოლქში მდებარე ქალაქ ძერჟინსკში გუშინ მოხდა. გამოძიების ცნობით ინციდენტი ტროტილის საამქროში, ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარებისას მოხდა, რასაც მოჰყვა ხანძარი.

მომხდართან დაკავშირებით ძერჟინსკში საგანგებო სიტუაციების რეჟიმი გამოაცხადეს. ამჟამად საავარიო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

(1tv.ge)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×