რეზონანსი
01.06.2019

 (რეზონანსი) აშშ-ის ვიზის მიღების მსურველებისგან სოციალურ ქსელებში მათი პროფილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოეთხოვებათ, - ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ახალი რეგულაცია 31 მაისს ამოქმედდა.

„ვიზის მიღების მსურველების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება მათთან დაკავშირებით მიმდინარე შემოწმების პროცესს გააუმჯობესებს", - განუცხადეს გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტში.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში წარმოადგინა.

„ვიზის მიღების მსურველს შეუძლია ანკეტაში აღნიშნოს, რომ სოციალური ქსელებით არ სარგებლობს, მაგრამ თუ ეს ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა, ამას სერიოზული საიმიგრაციო შედეგები მოყვება", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×