რეზონანსი
01.06.2019

 სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის დროს 30 პირი დააკავეს. „ტყუილის დაბადების“ სახელით ცნობილი მანიფესტაცია ერევანში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის დაბადების დღეზე გაიმართა.

ორგანიზაცია „ადეკვატის“ მიერ ორგანიზებულ მანიფესტაციებზე დედაქალაქ ერევანთან ერთად აქტივისტები სომხეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში შეიკრიბნენ. აქციების პირდაპირი ტრანსლაცია კი ორგანიზაციის „ფეისბუქის“ გვერდზე ხორციელდებოდა.

დემონსტრაციების ფარგლებში, აქტივისტებმა ერევანსა და კიდევ 12 ქალაქში, ცენტრალურ მოედნებზე „სუტნიკოლ“ (მატყუარა ნიკოლი) დაწერეს. ზოგიერთ მომიტინგეს კი მაისურები ეცვა წარწერით - "ლარისუ ივანოვნუ ხაჩუ".

პირველი მასშტაბური დემონსტრაცია ორგანიზაცია „ადეკვატის“ წევრებმა 24 მაისს ერევანში გამართეს.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქტივისტები ქვეყანაში მოქმედი ჯორჯ სოროსის ფონდის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი განცხადებით, აღნიშნული ფონდი ქვეყნის მთავრობას მართავს, ეკონომიკური რევოლუცია კი, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი მოსახლეობას დაპირდა, არ მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×