რეზონანსი
01.06.2019

  (რეზონანსი) ჩხოროწყუს საფეხბურთო სტადიონზე გამართული მატჩი  ხობის „კოლხეთსა“ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ შორის ინციდენტით დასრულდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ხობის ქალთა ფეხბურთის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ლატარიამ განუცხადა.

"როგორც კი ჩვენი ქალთა გუნდი ჩავიდა ჩხოროწყუში სათამაშოდ,ერთგვარი მობილიზება შეინიშნებოდა,თითქოს „მტრები“ ჩავედით იქ. მსაჯიდან დაწყებული იყო აგრესია ჩვენი გოგონების მიმართ. პირველი ტაიმის დასასრულს გასახდელში დაიწყო საშინელი ხმაური და წივილ-კივილი. იმათი მწვრთნელი იძახდა თქვენმა გოგონებმა ჩვენებს შეაგინესო. მე, ცხოვრებაში არ მინახავს მსგავსი სიტუაცია. ჩემი გუნდიდან სამი ფეხბურთელია დაშავებული. გოგონებს აქვთ ტვინის შერყევა,ზუგდიდშიც მყავდა საავადმყოფოში და ექიმმა 5 დღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერა“,- განაცხადა მწვრთნელმა.

ქალთა საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ფაქტთან დაკვშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×