რეზონანსი
01.06.2019

 (რეზონანსი) რუსეთში, ქალაქ დერჟინსკში მდებარე იარაღის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაიცხვი 27-დან 40-მდე გაიზარდა, ორი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ დერჟინსკში და მის გარშემო სამ სოფელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქარხნისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია

იარაღის ქარხანაში ზედიზედ რამდენიმე აფეთქება მოხდა. აფეთქებები იმდენად ძლიერი იყო, რომ მას ხანძარი მოჰყვა. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×