რეზონანსი
01.06.2019

 (რეზონანსი) ათენში, კერძოდ ილისიაში, პაპადიამანდოპულუს ქუჩაზე, ქართველი მამაკაცი მეხუთე სართულზე სახლის გაქურდვას ცდილობდა, როდესაც კორპუსის მაცხოვრებლებმა ხმაური გაიგეს და სასწრაფოდ პოლიციაში დარეკეს.

„პანიკაში ჩავარდნილმა ქართველმა, კორპუსის სადარბაზოს ფანჯრიდან გადასვლა და გაქცევა სცადა. მას ფეხი დაუსხლტა და მეხუთე სართულიდან გადმოვარდა", - წერს ბერძნული მედია.

ქურდობაში მხილებული ქართველი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში მოტეხილობებით გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×