რეზონანსი
01.06.2019

 (რეზონანსი) აფეთქება მოხდა რუსეთის ქალაქ ძერჟინსკში მდებარე ქარხანა "კრისტალში" სადაც ავიაბომბეის დამზადება ხდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის გამო, აფეთქდა ტროტილის დამამზადებელი საამქრო. გაჩენილი ხანძრის გამო, პირველ აფეთქებას საამქროს საწყობში არსებული ფუგასური რამდენიმე ავიაბომბის აფეთქება მოჰყვა.

აფეთქების შედეგად დაიჭრა 27 ადამიანი ხოლო დაკარგულად 2 მუშა ითვლება. ორი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია. საამქროს 100 კვ.მ ტერიტორია მთლიანად დამწვარია, ჩამოინგრა მისი ჭერი, ხოლო ტალღამ ქარხანასტან ახლოს მდებარე სახლებს ფანჯრები ჩაუმსხვრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×