რეზონანსი
01.06.2019

 (რეზონანსი) არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილი თბილისში ხოშარაულის ქუჩის შესახვევთან შლაგბაუმით გადაკეტილი ტერიტორიის ფოტოებს ავრცელებს.

"ეს ხოშარაულის ქუჩის შესახვევია, თბილისში. დიდი ხანია უკვე, რაც ქუჩა შლაგბაუმით კონტროლდება გაურკვეველი პირების მიერ და იქ შემსვლელ-გამომსვლელსაც ისინი აკონტროლებენ. პრაქტიკულად მითვისებული აქვთ გზა და მიუხედავად იმისა, რომ იქ განთავსებული საგზაო ნიშანი კრძალავს ავტომობილის დგომა/გაჩერებას, "სტაიანშიკები" კანონდარღვევით აჩერებინებენ მძღოლებს ავტომობილს. აქ პარკირება საკმაოდ ძვირი ჯდება: 1 საათამდე გაჩერება 2 ლარი და ყოველ ერთ საათში დამატებით 2 ლარი. კანონდამცველებს კი, სულ თავისუფლად შეუძლიათ ავტომობილის ევაკუაციაც და მძღოლის დაჯარიმებაც.

დედაქალაქელებს, სრულიად გაურკვეველი პირების მიერ უკანონოდ ეზღუდებათ გადაადგილება. ბოლო პერიოდში, ადგილების მიტაცება და მძღოლებისთვის ფულის გამოძალვა პოპულარული საქმიანობა გახდა. დიახ, ეს ფულის მასობრივი, ორგანიზებული გამოძალვაა და მეტი არაფერი! არადა, ამ ადგილებით სარგებლობის უფლება გვაქვს ყველას!

ჩნდება ეჭვი, რომ გზის მიტაცებას უკანონო საქმიანობისთვის, შესაძლოა ჰყავდეს მფარველებიც! ან თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს სადავეები გაექცათ ხელიდან და სიტუაცია გახდა უკონტროლო. სხვაგვარად ასეთი უკანონობის ახსნა შეუძლებელია" -წერს დავით მესხიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×