რეზონანსი
01.06.2019

 (რეზონანსი) მასობრივი შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა 4 კი მძიმედ დაიჭრა, კომუნალური სამსახურის თანამშრომლის მოწყობილი იყო.

 „მსხვერპლი შენობის სამივე სართულზე აღმოვაჩინეთ. ასევე ერთი ცხედარი შენობის გარეთ, მანქანაში იყო. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება, სწრაფად მოვახდინოთ შენობაში მყოფი ყველა ადამიანის იდენტიფიცირება, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. დადგენილია თავდამსხმელის ვინაობაც. მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება და ორმხრივი სროლა საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა,“ - განაცხადა ვირჯინია ბიჩის პოლიციის უფროსმა, ჯიმ სერვევამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×