რეზონანსი
01.06.2019

 (რეზონანსი) მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან შესაძლოა, ერთ წლამდე გაიზარდოს. შესაბამისი ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის სახით პარლამენტს უკვე წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ თუ დღემდე არსებული რედაქციით პირს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 30 დღის განმავლობაში შეუძლია, ცვლილებებით, ეს ვადა ერთ კალენდარულ წლამდე გაიზრდება. მძღოლობის კანდიდატს უფლება ექნება, ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპი ისე ჩააბაროს, რომ თეორიული გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა თავიდან არ მოუწიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×