რეზონანსი
01.06.2019

 (რეზონანსი) ერთიანი ეროვნული გამოცდები მოახლოივდა, ხულოში მცხოვრები ერთ-ერთი აბიტურიენტი გამოცდებისთვის მომზადების ნაცვლად, თურქეთის პლანტაციებში მუშაობს. მისი თქმით თურქეთში ჩაის საკრეფად უკვე წლებია დადის. ამბობს, რომ იქ მიღებული თანხით სასკოლო ნივთებს ყიდულობს. თვლის, რომ  წელს ორმაგად უნდა იმუშაოს რადგან შესაძლოა სტუდენტი გახდეს და ხარჯები მოემატოს. ფიზიკური შრომის პარალელურად შესვენების საათებში მოზარდი საგამოცდო ტესტებსაც ამუშავებს, რადგან სამუშაოდან დაბრუნებულს ამის დრო აღარ რჩება.

როგორც აღმოჩნდა ხულოდან მეზობელ რესპუბლიკაში სამუშაოდ ბევრი არასრულწლოვანი დადის, ზოგიერთი ოჯახითაც კი.  სტატისტიკა თუ რამდენი არასრულწლოვანი დადის თურქეთში სამუშაოდ არ არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×