რეზონანსი
01.06.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1972 წელს დაბადებული გ. ს., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ზესტაფონში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„სამართალდამცველებმა, გ.ს.-ს პირადი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის” შემცველი ფხვნილი ამოიღეს.

ამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×