(რეზონანსი) დღეს ზუზუ ბეჟაშვილის დაბადების დღეა, მსახიობი 43 გახდებოდა. მისი მეუღლე თამარ ორაგველიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს ავრცელებს.
"დღეს ჩემი მაგარი ბიჭის დაბადების დღეა. შარშან მილოცვა "ფეისზე" არ დავუწერე და მეუბნება: თამარა ქალო შენ არ მილოცავ? მეთქი რა საჭიროა საჯაროდ მოგილოცო ,როცა გვერდით მყავხარ, წელს აღარ მყავხარ ხოდა, აი გილოცავ. შენ ხომ იცი, როგორადაც არ უნდა შეიცვალოს ჩემი ცხოვრება..იმ ნახევარის რაც შენ წამართვი და წაიღე ვერავინ შეავსებს. ჯერ ვერ შევძელი დავიწყო ცხოვრება თავიდან. გავიყინე ,დავიკარგე,უცხოა ჩემთვის ყველა და ყველაფერი. რამდენი რამე მეტკინა ამას ცალკე ჩუმად მოგიყვები,ისე ვიცი რასაც მიპასუხებ და უკვე მეცინება .შენ ხომ იცი შენში ,, ზუზუ კი არ მიყვარდა" ზაზა მიყვარდა ერთი უბრალო,კეთილი,უბოროტო,უანგარო,უწესიერესი და უგადარეულესი ზაზა მიყვარდა. და მერე მიყვარდა ზუზუ,როგორ შეიძლება არ მყვარებოდი შენ იყავი ძალიან უბრალო და ამავე დროს, ვარსკვლავი უნიჭიერესი ,უგზოუკვლოდ შეყვარებული შენ საქმეზე.....არასოდეს იქნები წარსული შენ სულ იქნები.ჩემო ტკბილო" - წერს ზუზუ ბეჟასვილის მეუღლე.