
ქალაქ ვირჯინია-ბიჩის მუნიციპალურ ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ქალაქის პოლიციის უფროსმა, ჯიმ სერვერმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი დაჭრილი გზაში გარდაიცვალა, სანამ მას საავადმყოფოში გადაიყვანდნენ.
სერვერმა აღნიშნა, რომ სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის პოლიციელი. მისი განმარტებით, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
თავად თავდამსხმელი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებლად მოქმედებდა, სამართადამცველებთან ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა.
“ეს ვირჯინიის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი დღეა”, -ციტირებს სააგენტო "როიტერი" ქალაქის მერის ბობი დაიერის სიტყვებს.