რეზონანსი
01.06.2019

 საქართველოს პრეზიდენტი მომლოცველებთან ერთად ნინოწმინდის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბაზე იმყოფება. საიდანაც სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზის გავლას გეგმავს.

საქართველოს პრეზიდენტმა, ფარავნის ტბიდან, "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე პირდაპირი ეთერიც ჩართო. მომლოცველებმა უკვე დაანთეს კოცონი და ტრადიციულ ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს ასრულებენ.

ფარავნის ტბაზე კოცონი თავად პრეზიდენტმა აანთო.

სალომე ზურაბიშვილმა, 29 მაისს განაცხადა, რომ ის პირველ ივნისს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, სწორედ წმინდა ნინოს გზას გაივლიდა. მანვე განმარტა, რომ პილიგრიმობით ევროპაში საკმაოდ ბევრი ადამიანია დაინტერესებული და ამ მიმართულების გააქტიურებით,  საქართველო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×