რეზონანსი
01.06.2019

 ნებრასკას შტატში განაჩენი გამოუტანეს კაცს, რომელიც საკუთარ ქალიშვილზე დაქორწინდა. Omaha World-Herald-ის ინფორმაციით, 2018 წლის შემოდგომაზე პოლიაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ 40 წლის ტრევის ფილდგროუვს სქესობრივი კავშირი ჰქონდა თავის 21 წლის შვილთან სამანტა კერშნერთან. მათ 1 ოქტომბერს იქორწინეს.

დედამ კერშნერს თავისი ბიოლოგიური მამა 3 წლის წინ გააცნო. მანამდე ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ. კაცის მტკიცებით, მან არც იცოდა, რომ შვილი ჰყავდა. დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ფილდგოუვი ნამდვილად სამანტას მამაა. ამის შემდეგ ისინი ინცესტში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს.

მათ 8-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ, თუმცა სასამართლო შეთანხების შემდეგ მამა-შვილს სასჯელი შეუმსუბუქეს. საბოლოოდ, კაცს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×