რეზონანსი
01.06.2019

 ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.  ორივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×