(რეზონანსი) თბილისში, ჭილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც „პრაიმტაიმის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აფეთქება, ღიად დარჩენილი ონკანიდან გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქება ასაცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა, რის შედეგადაც ჩამსხვრეულია მინები. აფეთქების შედეგად კორპუსის სხვა საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა და არც მეზობლები დაშავებულან. ბინაში სამი მამაკაცი ქირით ცხოვრობდა. მათ, სხეულის დამწვრობა მიიღეს და გადაყვანილი არიან სამედიცინო ჰოსპიტალში.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური და „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები.
როგორც „პრაიმტაიმს" „ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელმა უთხრა, კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. ზარი კი, კომპანიაში აფეთქების შემდეგ შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ კორპუსის მცხოვრებლებს მანამდე გაზის სუნი არ უგრძვნიათ.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
(პრაიმტაიმი)