რეზონანსი
31.05.2019

 (რეზონანსი) სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟოვნვოს გამო თბილისში ჭილაძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, სამივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია.

„აფეთქების შესახებ ინფორმაცია კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 18:41 საათზე შემოვიდა. კომპანიის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დადგინდა, რომ აღნიშნული კორპუსი გაზის დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, მასშტაბურ აფეთქებას გადაურჩა. მეზობლების განცხადებით, აღნიშნული ბინა გაქირავებული იყო. დაშავებულია სამი ადამიანი, რომლებმაც მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ. დამატებითი დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი”, – აცხადებენ კომპანიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×