რეზონანსი
31.05.2019

 (რეზონანსი) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის 8 კანდიდატიდან, მრჩეველთა საბჭოს 5 წევრის ხმები გაიყო. პირველ მცდელობაზე მაუწყებლის დირექტორი ვერ გამოვლინდა.

ხმები 4 კანდიდატს შორის გადანაწილდა. მერაბ წულუკიძის კანდიდატურას მხარი საბჭოს ორმა წევრმა დაუჭირა.

თითო-თითო ხმა მიიღეს ირმა ზოიძემ, ბაჩო გურაბანიძემ და ნათია ზოიძემ.

პროცედურის თანახმად, ასეთ შემთვევაში განმეორებითი კენჭისყრა ტარდება, სადაც ყველა ის კანდიდატი მონაწილეობას, რომლებმაც ერთი ხმა მაინც მიიღეს.

ამ დროისთვის საბჭოზე შესვენებაა გამოცხადებული. აჭარის ტელევიზიამ დღეს დირექტორი უნდა აირჩიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×