რეზონანსი
31.05.2019

 (რეზონანსი) ეს წარმატება მარტო ჩვენი არ არის, ზურგზე არ მოვიკიდებთ და წავიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, „ევროპული საქართველოს წევრის" ირაკლი აბესაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი დეპუტატს მოუწოდებს, დაუჯეროს ციფრებს, რომელსაც მსოფლიო ბანკი და „ოჯპ" (OGP) აქვეყნებს.

„ბატონო ირაკლი, ვფიქრობ, რომ დეტალურად გიპასუხეთ ყველაფერზე. თუ ვერ გაიგეთ, კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, მაგრამ მე სიტყვა „შავ ხვრელს" რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ. რატომ იცით? ეს წარმატება მარტო ჩვენი კი არ არის, ზურგზე კი არ მოვიკიდებთ და წავიღებთ. თქვენ რომ ამბობთ იტყუებითო, საერთოდ თუ გაქვთ წარმოდგენა რა სტატისტიკაზე ამბობთ ამას. მსოფლიო ბანკი იტყუება თუ OGP. 225 ათასი ადამიანი იღებს ცენტრალური ბიუჯეტიდან ხელფასს. წერილობით რაც გამოგიგზავნეთ, იქ არის ყველაფერი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×