რეზონანსი
31.05.2019

 (რეზონანსი) ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ ასეთ ბოდიშს თუ არა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დავით კირკიტაძის მიერ პოლიციელებისთვის ბოდიშის მოხდის შეფასებისას განაცხადა.

კითხვაზე, იღებს თუ არა ის ამ ბოდიშს, როგორც პირველი პოლიციელი, გახარიამ განაცხადა, რომ ამას მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც დავით კირკიტაძის ბოდიშს თავად მოისმენს.

„ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, რომ დავით კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში მოუხადა. რაც შეეხება იმას, ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს, არ მინახავს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ მივიღებ ასეთ ბოდიშს თუ არა", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×