რეზონანსი
31.05.2019

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" წევრი, ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ ორშაბათს დატოვებს.

კოსტავა საკრებულომ ჯერ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს, შემდეგ კი გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც გარიცხეს.

კოსტავასთან დაკავშირებით დღეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემაც ისაუბრა და თქვა, რომ ის მასთან მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.

"მე ვემიჯნები და მასთან ერთად არ ვაპირებ საკრებულოში მუშაობას. უღირს თუ არა საკრებულოში მუშაობა მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა ნიკა ლატარიამ.

საქმე ეხება ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე", - ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×