რეზონანსი
31.05.2019

 (რეზონანსი) წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ - ასე მიმართა ოპოზიციას პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

"მე მესმის, რომ თქვენ ყველანაირად ცდილობთ ყველანაირი საქმე, რაც საქართველოშია, საქართველოს გარეთაა, გლობალურად არის, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ და რატომ? იმიტომ, რომ მარტივია ეს ყველაფერი. 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა", - განაცხადა ბახტაძემ, რომელიც პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×