რეზონანსი
31.05.2019

 (რეზონანსი) იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ქართველი სუმოისტის ლევან გორგოძის წარმატებას სპეციალური ვიდეორგოლი მიუძღვნა.

მაისის ბაშოზე, ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად იბრძოდა და ამისთვის აუცილებლად 10 გამარჯვება სჭირდებოდა. საბოლოოდ ლევანმა ტურნირი 10:5-ზე ბალანსით დაასრულა და მომდევნო ბაშოზე კვლავ ოძეკის წოდებით იასპარეზებს. სწორედ მისი განვლილი გზა მოხვდა იაპონური არხის მიერ მომზადებულ ვიდეოში.

ლევან გორგოძემ საქართველოში ჩამოსვლაც დააანონსა. ქართველი ოძეკი სამშობლოში 16 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე დაბრუნდება, 7 ივლისიდან ნაგოია ბაშოზე მიიღებს მონაწილეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×