რეზონანსი
31.05.2019

ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ტყვის შემ­თხვე­ვე­ბი გახ­შირ­და. სე­ტყვის მას­შტა­ბებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მისი მარ­ცვლე­ბის ზო­მამ მო­სახ­ლე­ო­ბის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­მარ­ტე­ბით, მა­ი­სის თვე­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი სე­ტყვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უჩ­ვე­უ­ლო არ არის. სა­ა­გენ­ტოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, დოდო გვა­ზა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სე­ტყვა ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მა­ტუ­რი იყო და მას­თან გამ­კლა­ვე­ბას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­შიც ცდი­ლობ­დნენ, რის­თვი­საც სე­ტყვას­თან ბრძო­ლის სამ­სა­ხუ­რიც არ­სე­ბობ­და. 

"ატ­მოს­ფე­რო­ში ძა­ლი­ან არამ­დგრა­დი სი­ტუ­ა­ცია იყო, ეს პრო­ცე­სი უფრო აქ­ტი­ურ­დე­ბო­და, როცა შავი ზღვის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი ნო­ტიო იყო და ამ დროს სამ­ხრე­თი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცხე­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბის გრო­ვა, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებ­და, საწ­ვი­მა­რი ღრუ­ლებ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბას იწ­ვევ­და. აღ­ნიშ­ნულ ღრუბ­ლებს ვერ­ტი­კალ­ზე სი­მაღ­ლე ძა­ლი­ან დიდი აქვს და მის ზედა ფე­ნებ­ში კრის­ტა­ლის ყი­ნუ­ლე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად წარ­მო­იქ­მნე­ბა. ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მოქ­მე­დი ჰა­ე­რის მა­სე­ბი გზას კე­ტავ­და და გან­ვი­თა­რე­ბულ ღრუბ­ლებს მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, რომ კას­პი­ის ზღვის­კენ წა­სუ­ლიყ­ვნენ, ამი­ტომ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იც­ლე­ბო­და, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, თბი­ლის­ში და კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში", - აღ­ნიშ­ნა მან.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სი­ნოპ­ტი­კო­სის გან­მარ­ტე­ბით, 25 მა­ისს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სუ­ლი სე­ტყვის მი­ზე­ზი შავი ზღვის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან მოქ­მე­დი ჰა­ე­რის მა­სე­ბი გახ­და, რო­მე­ლიც უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნას არ წარ­მო­ად­გენს.

რო­გორც დოდო გვა­ზა­ვამ AMBEBI.GE-სთან გა­ნა­ცხა­და, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სე­ტყვა ივ­ნი­სის თვე­შიც მო­ვი­დეს, თუ იგი­ვე სი­ნოპ­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბა, რაც მა­ი­სის თვე­ში იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×