რეზონანსი
31.05.2019

ირმა ბელქანიამ შეიფარა დავით მდინარაძე, რომელიც ნეაპოლის აეროპორტში ათევდა ღამეს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი მამაკაცი რამდენიმე დღის განმავლობაში ნეაპოლის აეროპორტში მიტოვებული იყო. ნინი სარაული სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

“გუშინ ნაილი კირკიტაძემ დიდი გულისტკივილით გვაცნობა ნაპოლის ემიგრანტებს (არა მარტო ჩვენ) ქართველი კაცის დავით მდინარაძის გასაჭირი, რომელიც ნაპოლის აეროპორტში ათევდა ღამეს.

უამრავი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ჩვენ, ქართველმა ემიგრანტებმა, რომ ვიცით გასაჭირში გვერდში დგომა და მოძმის ტკივილის გათავისება. მადლობა ყველას ამისთვის, მაგრამ სიტყვა ერთია, საქმე კი - მეორე და ეს საქმე ისევ და ისევ ქალბატონმა ირმა ბელქანიამ მოაგვარა.

ეს საოცარი ქალბატონი დაუღალავად დგას ჩვენ გვერდით, გვამხნევებს იმედს გვაძლევს და მაგალითია ყველა ჩვენთაგანისთვის. ირმა ვერ ვითვლი შენ მიერ გაკეთებულ სიკეთეს, თუმცა სიკეთეს არ უნდა თვლა და ანგარიში, ამას უფალი ხედავს და ასწილ დაგიბრუნებს ამ სიკეთეს უკან ჩემო კარგო მეგობარო.

არ შემიძლია არ ავღნიშნო ისიც, რომ ერთი წლის უკან სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფს (მეც არ დამხვდა ის ადამიანი აეროპორტში ვის იმედადაც ჩამოვედი აქ ნაპოლში) რომ არა ირმა ბელქანიას დახმარება, მეც მომიწევდა აეროპორტში ღამისთევა). უღრმესი მადლობა ამისთვის ირმა…

ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას ბატონი დ.მ. დღეს ირმა ბელქანიას ბინაშია, საიმედო ხელშია და თავს უსაფრთხოთ გრძნობს. ირმამ კიდევ ერთხელ დაგვანახა როგორ უნდა აკეთო სიკეთე ამ უცხო მიწაზე, როგორები უნდა ვიყოთ, რომ გავძლიერდეთ და ერთმანეთის გვერდში დგომით წინ წავიდეთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×