რეზონანსი
31.05.2019

 ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. 

ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.

30 მაისს, საკრებულოსთან მოქალაქეებმა მესამე სექტორთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს და ნანა კოსტავას თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.

საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში ბლოგერის, სალომე ბარკერის ფოტო გააზიარა და სიძულვილის ენის შემცველი პოსტი დაწერდა: „კაი დღეში ხარ, ახლა იცინე“.

მოგვიანებით, კი განმარტა, რომ ბარკერის ოჯახის ტრაგედიის შესახებ არ იცოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×