რეზონანსი
31.05.2019

 „მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, „ლეიბორისტული პარტიის” ყოფილი წევრი კახა ძაგანია „ლეიბორისტული პარტიის” ​ლიდერს, შალვა ნათელაშვილს მიმართავს.

„დღეს ვუყურე შალიკო ნათელაშვილს "პირველზე" და მაგრად ვიხალისე მის უსუსურობაზე. ჯერ იყო და გრიგოლიას მოღალატე ეძახა (იმის იმედით, სხვა არ მაძლევს ხმას და იმათ მაინც მოვაწონებ თავს, ვისაც გრიგოლია არ უყვარსო ), მერე ამერიკელებს უფლება მისცა, საქართველოში ბაზები გახსენით და ატომური ბომბიც შემოიტანეთო (იმის იმედით, კაბინეტებში არ მიშვებენ, იქნებ სახელმწიფო დეპარტამენტის კორიდორებში გავლის უფლება მაინც მომცენო ) და მერე „სოკარს” ამოუტრიალა მკვდარი და ცოცხალი (იმის იმედით, იქნებ, მეც მომცენ დოლარებიო). შალიკო, დაგიბერდა ოინები და მაგარი სასაცილო ხარ უკვე”, – წერს კახა ძაგანია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×