რეზონანსი
31.05.2019

 რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, 30 წლამდე მამაკაცი, 60 წლამდე დედას ფიზიკურად გაუსწორდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შვილმა, დედას თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება, სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×