რეზონანსი
30.05.2019

  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში 15 წლის ნათია ბუხნიკაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

"მაპატიე პატარა ანგელოზო!!!

მაპატიე რომ ვერ შევძელით შენი დახმარება და გადარჩენა!!!

ვიცი და მწამს,უფლის გვერდით დაიმკვიდრებ სამარადისო სასუფეველს და ნათელი არ მოაკლდება შენს ლამაზ სულს!" - წერს ზაზა სარალიძე.

15 წლის ნათიას მეოთხე სტადიის სწორი ნაწლავის სიმსივნე ჰქონდა. მოზარდის მკურნალობაზე თანხმობა ერთადერთმა კლინიკამ "ენვიტამ" (აშშ.არიზონა) განაცხადა. ნათიას ამერიკაში წასაყვანად და სამკურნალოდ მთელი საქართველო გაერთიანდა , მკურნალობისთვის საჭირო თანხა შეგროვდა, მაგრამ გოგონა ამერიკაში გამგზავრებამდე 1 დღით ადრე გარდაიცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×