რეზონანსი
30.05.2019

  პროკურატურამ აჭარაში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები დააკავა. დაპატიმრებულთა შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე და ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პატარიძე.

საუბარია კორუფციულ გარიგებაზე, რომლის შედეგადაც სახელმწიფომ მილიონ სამასი ათას ლარზე მეტი იზარალა.

საქმე ეხება პროექტ „იაფი სახლის" განხორციელებას. პროკურატურის ცნობით, ბათუმის მერიის მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა ტენდერში ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას უკანონოდ გაამარჯვებინეს. ამ კომპანიას ავანსი ჩაერიცხა, თუმცა არაფერი აშენებულა.

აჭარაში, საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 7 მაღალჩინოსანი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×