რეზონანსი
30.05.2019

 (რეზონანსი) ჩამოვიდეს ეს კურდღელი და მატროსოვზე არც სტაფილოს მოვაკლებ, არც კომბოსტოს, - ამის შესახებ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია აკეთებს, რომლის ადრესატი მიხეილ სააკაშვილია.

"მინდა ამ თემით ვისარგებლო და ერთ აღტკინებულ, უსამშობლო, უპასპორტო დამნაშავეზე, ოღონდ ახლა პასპორტი მისცეს, ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ახლანდელი კომენტარი წავიკითხე. როდესაც კაცი იქიდან ლაპარაკობს, სტაფილოს წვენი ვიღაცას არ გადაცდესო, ჩემი ჩამოსვლის ეშინიათო და რაღაც მსგავს სისულელეებს ამბობს. ეს მართლა, ბაჭიასაც ვეღარ ვიტყვი, რაღა დროს მაგის ბაჭიაობაა, ეს კურდღელი, ეს "კროლიკი" - პირდაპირ მაგის ენაზე მინდა ვთქვა, ამბობს, ჩამოვალო. ჩამოვიდეს და მე ვაძლევ გარანტიას, რომ მატროსოვზე არც სტაფილოს და არც კომბოსტოს არ მოვაკლებ. ერთი რამ უნდა იცოდეს - ჩამოვა ჩაჯდება, არ ჩამოვა, ჩამოიყვანენ და ჩაჯდება, აუცილებლად ყველა გზა მატროსოვისაკენ მიდის", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სისხლის სამართლის წინაშე პასუხი უნდა აგოს, მას უკვე აქვს პასპორტი, არის კონკრეტული ქვეყნის მოქალაქე და მისი ჩამოყვანა უნდა მოხდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×