
ესპანეთის პოლიციამ ქალაქის ცენტრში ქურდული დაჯგუფებების ადგილსამყოფელს მიაგნო. ასობით დაკავებულ პირს შორის 79 საქართველოს მოქალაქეა. დაკავების სპეცოპერაცია, რომელიც დაახლოებით 10 საათზე დაიწყო. Elperiodico-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში საქართველოს 79 მოქალაქეა დაკავებული.
სკოლის თანამშრომლები ამბობენ, რომ შენობაში მცხოვრები მამაკაცები სცემდნენ ქალებს და ბავშვების ტირილიც ხშირად ესმოდათ.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში ესპანეთში ქართველების ნაკადი მუდმივად ჩადის. რომ თავშესაფრის მაძიებლები მამაკაცების გარდა არიან ქალები, ბავშვები, მოზარდები. ქალაქის სოციალური სამსახური თავშესაფრებით ყველაზე დაუცველ და გაჭირვებულ ოჯახებს უზრუნველყოფს.
სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სასამრთლოს გადაწყვეტილებით, მენენდეს პიდალის ინსტიტუტის გასაღები მის მფლობელს დაუბრუნდა.
(ამბები)