რეზონანსი
30.05.2019

 მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ბრალდების მხარე სასჯელის სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი გათავისუფლებას ითხოვდა.

მოსამართლის განცხადებით, კვირიკაშვილს გაუუქმდება 15 ათასლარიანი გირაო, ყადაღა მოეხსნება მის სახლს და დაუბრუნდება ავტომანქანა, რომელიც ავტოსადგომზე იყო გაჩერებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×