რეზონანსი
30.05.2019

 (რეზონანსი) ქუთაისის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატის, ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით მერიის წინ აქცია დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორების თქმით, კოსტავამ ფეისბუქზე დაწერილი სიძულვილის ტექსტის შემცველი პოსტის გამო თანამდებობა უნდა დატოვოს.

ნანა კოსტავამ ფეისბუქზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

ქუთაისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე ნანა კოსტავამ სალომე ბარკერთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ განმარტა, რომ ბლოგერის ოჯახის ტრაგედიის შესახებ არ იცოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×