ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ლექტორმა, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, პოლიციის მეექვსე განყოფილება დატოვა. როგორ მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას სკანდალი მიზანმიმართულად აუგორეს, რადგან სურთ პოლიტიკას ჩამოშორდეს.
„ეს პროვოკაცია ეტყობა გარკვეული პერიოდი მზადდებოდა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები არსებობს. დღეს მე გახლდით ჩემს ადვოკატებთან ერთად, მივეცი ჩვენება. ვფიქრობ, არ იკვეთება არანაირი დანაშაულებრივი ქმედება დანარჩენი დადგინდება გამოძიებით. არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რომლებიც მიზანმიმართულად ალბათ, იმიტომ, რომ მოეხდინათ ჩემი, ჩემი ოჯახის, მეგობრების ახლობლების, ნათესავების, და ნაცნობების დისკრედიტაცია ასე ჩამოვეშორებინე. მე ამას ვგრძნობდი და დანარჩენს გამოძიება დაადგენს.მე არ დავარღვევ არავის უდანაშაულობის პრეზუნციას, ჩემი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებმაც ცილისმწამებლური და ძალიან ბინძური, შეურაცხმყოფელი სკანდალი ამიგორეს.
მე მქონდა მეგობრული და წმინდად საუნივერსიტეტო საქმიანობის შესაფერისი მიმოწერა", - აცხადებს მახარაძე.
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ ბსუ-ს დისციპლინარულმა კომისიამ ომარ მახარაძეს ხელშეკრულება შეუწყვიტა.