აშშ-ის სამხედრო დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი საიდუმლოდ ბირთვული იარაღის გამოცდებს საერთაშორისო მორატორიუმის დარღვევით ატარებს - იმ შემთხვევაში თუკი პენტაგონის ეჭვი რუსეთი ბირთვული იარაღის ცდების ჩატარების შესახებ დადასტურდა, ეს რუსეთისთვის საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდება.
„აშშ-რუსეთთან ყველა ტიპის სტრატეგიული შეთანხმებიდან გამოვიდა და რაც დარჩა, იმ შეთანხმებიდანაც გამოვა, ეს კი აშშ-ს ხელ-ფეხს გაუხსნის თავისი ბირთვული შეიარაღება განავითაროს, რომელსაც ამ შეთანხმების გამო არ აკეთებდა, რაც რუსეთისთვის ყველზე მძიმე შედეგების მომტანი იქნება, რადგან ტექნოლოგიურად ამ სფეროში რუსეთი აშშ-ს ვერ შეეჯიბრება - არც მისი ეკონომიკა არის მზად და არც ტექნოლიოგიური შესაძლებლობები გააჩნია," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია.
ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ სწორედ მსგავსი მონაცემები აქვთ სხვა სადაზვერვო და ანალიტიკურ სამსახურებსაც. შეიარაღების კონტროლისა და იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრის უფროსმა დირექტორმა პოლიტიკის საკითხებში, ალექსანდრა ბელმა ჟურნალისტებს საგანგებოდ მოუწოდა სიფრთხილისკენ. მან თქვა, რომ ამ ბრალდებებს არ აქვს მტკიცებულებები ოფიციალური პირების ციტატის სახით.
თუმცა, ამ ბრალდებებს რუსეთი უარყოფს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა ვლადიმირ შამანოვმა ეშლის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა. მისი თქმით, დღეს არსებული ტექნიკის გათვალისწინებით, ბირთვული იარაღის ცდების მალულად ჩატარება შეუძლებელია.
ამასთანავე, მან დასძინა, რომ ამერიკელი სამხედროების პროფესიონალიზმი კლებულობს. რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში „უოლ სთრით ჯოურნელს" განუცხადა, რომ რუსეთი მთლიანად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მორატორიუმს ბირთვული ბომბების გამოცდაზე.
ბათუ ქუთელიას განცხადებით, რუსეთი ყველანაირ შეთანხებას არღევევს, რაც კი შეიარაღების კონტროლისა და განიარაღების საკითხებს უკავშირდება. ეს კი იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ რუსეთი აგრეთვე არღვევს მცირე მუხტების აფეთქების საშუალებით ბირთვული გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულებასაც.
„ზოგადად, თუ გადავხედავთ შეიარაღების კონტროლისა და განიარაღების რეჟიმთან მიმართებაში რუსეთის ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს, დავინახავთ, რომ რუსეთი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა შეთანხმებას არღვევდა, - დაწყებული ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციით, - ნავიჩოკის სადგურში გამოავლინეს, რომ რუსეთს ეს არ გაუნადგურებია, მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, სადღაც ინახავს რეზერვებს.
„ასევე არღვევს ბალისტიკური რაკეტების შეთანხმებას და აშშ-ი სტარტიდან ამიტომაც გამოვიდა. ამასთანავე, რუსეთი ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებას არღვევდა და ამ შეთანხმებაზე მუშაობა შეწყდა.
„ამ ჯაჭვს თუ გადავხედავთ, ზოგადად რუსეთის დამოკიდებულებას საერთაშორისო უსაფრთხოების რეჟიმებთან, დიდი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთი ასევე არღვევს მცირე მუხტების აფეთქების საშუალებით ბირთვული გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულებას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სრული საფუძველი არსებობს, რომ ეს პენტაგონით დასრულდეს," - აღნიშნავს ის.
ქუთელიას თქმით, იმ შემთხვევაში თუკი რუსეთი ასეთი ტიპის სვლებს გააგრძელებს, ისევე დაამთავრებს, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი დასრულდა.
„აშშ რუსეთთან ყველა ტიპის სტრატეგიული შეთანხმებიდან გამოვიდა და რაც დარჩა, იმ შეთანხმებიდანაც გამოვა, ეს კი აშშ-ს ხელ-ფეხს გაუხსნის, თავისი ბირთვული შეიარაღება განავითაროს, რომელსაც ამ შეთანხმების გამო არ ავითარებს, - ეს რუსეთისთვის იქნება ყველზე მძიმე შედეგების მომტანი, რადგან ტექნოლოგიურად ამ სფეროში რუსეთი აშშ-ს ვერ შეეჯიბრება, - არც მისი ეკონომიკა არის მზად და არც ტექნოლიოგიური შესაძლებლობები გააჩნია.
„აქედან გამომდინარე, რუსეთმა თუკი აირჩია ის გზა, რომელიც ერთხელ ცივი ომის დროს უკვე გაიარა, რაც საბჭოთა კავშირის დასრულებით დამთავრდა, სავარაუდოდ, ისევ ასეთი ტიპის განვითარებას ექნება ადგილი, პარალელურად სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ისედაც დაწესებულია," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.