რეზონანსი
30.05.2019

 (რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დუმაში შეიტანა კანონპროექტი "საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების თაობაზე.

ამ შეთანხმების შესრულება რუსეთმა მიმდინარე წლის მარტში შეწყვიტა და შესაბამისად კონონპროექტის შეტანა ფორმალურ იურიდიულ ხასიათს ატარებს.

ანალოგიური გადაწყვეტილება აშშ-მ 2019 წლის თებერვალში მიიღო, როდესაც ტრამპმა რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და ამ მიზეზით გავიდა ხელშეკრულებიდან.

კანონს დუმა 18 ივნისს განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×