რეზონანსი
30.05.2019

 (რეზონანსი) საქსტატის მონაცემებით 2018 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა და 20.1% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2017 წელს 21.9% იყო. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაშ ყველაზე დაბალია. მონაცემები საქსტატმა თებერვლის თვეში გამოაქვეყნა.

2017 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა ქალაქი 18.6% სოფელი 26.6%. საქართველოს მთლიანი მონაცემი კი 21.9 იყო

2018 წელს ქალაქი 18.0 % სოფელი 23.1% საქართველოს მთლიანი მონაცემი კი 20.1%.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0-17 წლამდე ასაკის მოსახლეობაშია. ეს მაჩვენებელი 2017 წელს 26.0% იყო 2017 წელს კი 25.5% გახდა. სქესის მიხედვით 2017 წელს სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მეტი იყო მამაკაცებში 22.4% ვიდრე ქალებში 21.6%, 2018 წელს კი ქალებში 20.2% ვიდრე მამაკაცებში 20.0%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×