რეზონანსი
30.05.2019

 (რეზონანსი) სამხედრო სავალდებულო გაწვევაზე ე.წ. „გირჩის მოწმობა“ გორის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის სამსახურში 130 წვევამდელმა წარადგინა, შესაბამისად ისინი ჯარში აღარ გაიწვიეს.

ხაშურში 630 წვევამდელიდან 47-მა ახალგაზრდამ ,,გირჩის მოწმობა წარადგინა. ამის გამო, რელიგიური ორგანიზაციის წევრები სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

„630 კაციდან სავალდებულო სამსახურში 50 წვევამდელი აუცილებლად უნდა წავიდეს, ესენი გადანაწილდებიან როგორც თავდაცვის,ასევე შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში. ამ დროისთვის გირჩის მოწმობა 47-მა ახალწვეულმა წარმოადგინა - განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის კომისარმა მიხეილ ბარბაქაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×