(რეზონანსი) იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტი ცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან-ინფორმაციას პატიმრის ადვოკატები ავრცელებენ.
32 წლის ქუთაისელი ანტონ ჭელიძის უფლებადამცველებმა ბრიფინგზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ქართველ პატიმარს აქვს. მათი ინფორმაციით, პატიმარს იმ დანაშაულის აღიარებას თხოვენ, რაც არ ჩაუდენია, სასჯელად კი აწამებენ.
"ევროპის ცენტრში, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს ანტონ ჭელიძე დააკავეს. დაკავება ძალის გადამეტებით მოხდა და ორივე მხარემ დაზიანება მიიღო. იმის გამო, რომ არ აღიარა დანაშაული უთხრეს, რომ დაისჯებოდა. გადაიყვანეს იზოლატორში, მოხდა წამება, შემდეგ ფლორენციის ციხეში სექსუალური უმცირესობების საკანში მოათავსეს და ეს გამოიყენეს სასაჯელად. შელახეს მისი ღირსება. ის მზად არის ნებისმიერი სამართლიანი სასჯელისთვის ,ოღონდ ღირსება დაიცვას. არაადამიანური წამების მსხვერპლია არაბული წარმომავლობის პატიმრებისგან და ციხის თანამშრომლებისგან. სხელზე აქვს დაზიანებები, თვითმკვლელობა, ცადა. ყველას ვალდებულებაა დავიცვათ უდანაშაულო ადამიანი,"-განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.