რეზონანსი
30.05.2019

 (რეზონანსი) უნგრეთის დედაქალაქში მდინარე დუნაიზე ტურისტული კატერი, რომლის ბორტზეც 33 ადამიანი იმყოფებოდა, ამოყირავდა და ჩაიძირა. ბოლო მონაცემებით 7 ადამიანი დაიღუპა, 19 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. გავრცელებული ცნობით, კატერი „Hableany“ მეორე ხომალდს დაეჯახა, კატერის ბორტზე სამხრეთ კორეელი ტურისტები იმყოფებოდნენ. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 19-ვე დაკარგული ამ ქვეყნის მოქალაქეა. სამხრეთ კორეის საგარეო უწყება უნგრეთში ექსპერტების დელეგაციას აგზავნის. დაღუპულთა ახლობლებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×